ავღანეთის ახალ მთავრობას აბდულ ღანი ბარადარი უხელმძღვანელებს

ავღანეთის ახალ მთავრობას ისლამისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელიმ აბდულ ღანი ბარადარი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ამ დროისათვის იგი დაჯგუფების პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელია.

ახალ მთავრობაში მნიშვნელოვან თანამდებობას ასევე დაიკავებენ „თალიბანის“ დამფუძნებლის მოლა ომარის შვილი, მოჰამედ იაქუბი და მოჰამედ აბას სტანეკზაი.

რადიკალურმა მოძრაობა”თალიბანმა” ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი “თალიბანმა” ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

25 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობამ “თალიბანი” ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა. მისი წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებით, შესაძლოა, თალიბები “ცუდად მოიქცნენ”, ამიტომ ქალები გარეთ არ უნდა გადიოდნენ, მათ შორის სამსახურში.

კომენტარები
იტვირთება...