ავღანელმა ქალებმა, თავიანთი უფლებების დასაცავად, სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყეს

ამ კამპანიის ფონია მზარდი შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებაში მოსული თალიბების მიერ შექმნილი მთავრობა კვლავ უბრუნდება ისლამური სამართლის იმ მკაცრ წესებს, რომელსაც რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება ხელისუფლებაში პირველად ყოფნის პერიოდში, 1996-2001 წლებში ატარებდა.

სტუდენტებისთვის თალიბების მიერ მკაცრი ჩაცმულობის სტილის შემოღებამ ბევრი აღაშფოთა და ამასთან მრავალ ქალს შთააგონა, გაეზიარებინა ტრადიციულ ფერად სამოსში გადაღებული სურათები ჰეშთეგით – #DoNotTouchMyClothes. თვის დასაწყისში თალიბების მთავრობის მიერ შემოღებული განკარგულება უნივერსიტეტის სტუდენტ გოგოებს ავალდებულებს, ატარონ ისლამური თავსაბური, რომელიც მთელ სახეს ფარავს და აბაიო, ხალათი, რომელიც მთელ სხეულს ფარავს.

კომენტარები
იტვირთება...