ავარიის შემდეგ მომჯობინებული რონალდუს კატა „პეპე” კერძო თვითმფრინავით ესპანეთში გადააფრინეს სარეაბილიტაციოდ (ვიდეო)

კრიშტიანუ რონალდუს და ჯორჯინია როდრიგესის კატა „პეპე” რეაბილიტაციის კურსს მადრიდში გაივლის

ევროპული პრესა იუწყება, რომ კრიშტიანუ რონალდუს და ჯორჯინა როდრიგესის კატა „პეპე”, კერძო თვითმფრინავით ტურინიდან ესპანეთში, მადრიდში გადააფრინეს და ამჟამად უკვე ჯორჯინა როდრიგესის დასთან, ივანასთან იმყოფება სახლში.

„პეპე” 2 წელზე ცოტა მეტია, რაც რონალდუს ოჯახის წევრია. ასეთი ჯიშის სფინქსის რაოდენობა, როგორც პრესა წერს, მთელ მსოფლიოში რვას არ აღემატება. რონალდუმ კატას „რეალში” და პორტუგალიის ნაკრებში მასთან ერთად მოთამაშე ცენტრალური მცველის სახელი დაარქვა. „პეპესთან” ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს რონალდუ და ჯორჯინა ხშირად აქვეყნებენ სხვადასხვა სოციალური ქსელით.

თვენახევრის წინ „პეპე” ტურინში მდებარე რონალდუს სახლიდან გაიპარა და შოკში ჩააგდო ცოლ-ქმარი, რომელთა მანქანის წინ გადარბენის მცდელობისას ავარიაში მოჰყვა. „პეპეს” თვენახევრის განმავლობაში მკურნალობდნენ და მხოლოდ ტრავმებისგან სრულად განკურნების შემდეგ გაწერეს ვეტერინარული საავადმყოფოდან, მაგრამ იგი თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს და ყურადღებას და რეაბილიტაციის კურსის გავლას საჭიროებს.

ძალიან გადატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე რონალდუმ და ჯორჯინიამ ჩათვალეს, რომ „პეპეს” რეაბილიტაციისთვის ყველაზე კარგი ადგილი ჯორჯინას დის სახლი იქნებოდა და ჯორჯინამ „პეპე” კერძო თვითმფრინავით მადრიდში, ივანასთან გადააფრინა.

რეაბილიტაციის კურსის გასავლელად „პეპეს” ესპანეთში გადაფრენასთან დაკავშირებით ესპანური პრესა მკითხველს შეახსენებს, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, „პეპეში” 3000 ევროზე მეტია გადახდილი და როდესაც ფული პრობლემას არ წარმოადგენს, შესაძლებელია, კრისტინა ონასისის მსგავსად მოიქცე: 30 ათასი დოლარი დახარჯო და კერძო თვითმფრინავი ნიუ-იორკში დიეტური კოკა-კოლას საყიდლად გაუშვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...