ავარიის შემდეგ 9 თვის მანძილზე კომაში მყოფმა 19 წლის ფეხბურთელმა ქალმა ფრანჩესკო ტოტის ხმაზე გამოიღვიძა (ვიდეო)

“რომას” ლეგენდარული კაპიტნის რამდენიმე სიტყვამ 9 თვის მანძილზე კომაში მყოფ ახალგაზრდა ფეხბურთელ ქალზე სასწაულებრივად იმოქმედა

რომის “ლაციოს” 19 წლის ფეხბურთელი ილენია მატილი 2019 წლის დეკემბერში თავისი ავტომობილით რომიდან 30 კმ-ში მდებარე ბრაჩანოსთან ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი მისი მეგობარი, 20 წლის მარტინა მორო გარდაიცვალა, ილენია კი გადარჩა, მაგრამ 9 თვეზე მეტი კომიდან ვერ გამოდიოდა.
 
რომის “ლაციოს” ფეხბურთელი ილენია მატილი “რომას” თავგადაკლული გულშემატკივარი იყო და კომიდან მის გამოყვანის მიზნით მშობლები ხშირად რთავდნენ “რომას” ჰიმნს, მაგრამ შედეგი არ სჩანდა.
 
“რომას” ტექნიკურ მწვრთნელ კარლო კანჩელეს, დოქტორ მარიტატო და ასოციაცია Argos-ის მეშვეობით ილენიას ისტორიის შესახებ ფრანჩესკო ტოტიმ შეიტყო და დაუყოვნებლივ გაუგზავნა რომის ჯემილეს საავადმყოფოში მყოფ ფეხბურთელს ვიდეომიმართვა: “ილენია, არ დანებდე, შენ წამოდგები, ჩვენ ყველანი შენთან ვართ”
 
ტოტის რამდენიმე სიტყვამ სასწაული მოახდინა და ამით უზომოდ გახარებულმა მშობლებმა ტოტის პირდაპირ ეთერით მიმართეს: “თქვენმა ფანტასტიკურმა ხმამ, შეხამებულმა იმ მგზნებარე სიყვარულთან, რომლითაც “რომა”ილენიას მუდამ უყვარდა, ხელი შეუწყო მის გამოღვიძებას, მისი გადამდები ღიმილის, სინათლით და სიხარულით სავსე დიდი თვალების დაბრუნებას. ძვირფასო ფრანჩესკო, რას ველით ჩვენ? გელით თქვენ, ილენია გელით თქვენ”.
 
შეხვედრა შედგა. დღეს “ჯალოროსის” ლეგენდარული კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ჯემილეს საავადმყოფოში მყოფ ილენია მატილისთან მივიდა.


მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად