აუქციონის გამარჯვებული, რომელმაც ბაფეტთან სადილი იყიდა, BitTorrent-ის მფლობელი აღმოჩნდა

еBay-ზე გამართული აუქციონის გამარჯვებული, რომელმაც ინვესტორ უორენ ბაფეტთან სადილი იყიდა, ტორენტ-ტრეკერის BitTorrent მფლობელი და კრიპტოვალუტა TRON-ის დამაარსებელი ჯასტინ სანი აღმოჩნდა. მან ამის შესახებ თავის ტვიტერზე დაწერა.

“ინვესტიციების ტიტანთან შესახვედრად ბლოკჩეინ-ინდუსტრიის ლიდერებსაც ვეპატიჟები. იმედია, ეს ყველას გამოადგება”, – წერს სანი.

ინვესტორმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის სანთან და მის მეგობრებთან შეხვედრას, წერს Bloomberg-ი. TRON-ის დამაარსებელმა, სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა, რომ საინვესტიციო წრეებში ხშირად იცვლიან თავიანთ მოსაზრებას.

“საინვესტიციო შესაძლებლობები უკეთესია, როდესაც ბევრი ადამიანი არ აფასებს ტექნოლოგიას. ბაფეტთან სადილს ვუყურებ, როგორც შესაძლებლობას, რომ მოხდეს ურთიერთგაგება და ზრდა”, – აღნიშნავს იგი.

მისი თქმით, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ინვესტორმაც კი შეიძლება ტალღა გაუშვას და აღნიშნა, რომ მან მაგალითად ვერ მიაღწია წარმატებას Kraft Foods-თან შეთანხმებით და ვერ მოახერხა პოტენციალის რეალიზება ისეთ კომპანიებთან, როგორიც არის Amazon, Alphabet და Apple.

სანმა TRON-ი მოხმარებაში 2017 წელს ჩაუშვა. პლატფორმის ღირებულება 2,23 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. იგი უმსხვილესი კრიპტოვალუტების რეიტინგში 12-ე ადგილს იკავებს.

ყოველწლიური აუქციონი, რომელიც ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელთან უორენ ბაფეტთან სადილს ითვალისწინებს, 2000 წლიდან მოყოლებული ტარდება. აუქციონში გამარჯვებულს, სადილზე კიდევ 7 ადამიანის დაპატიჟების უფლება აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად