აუდიტი: “სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას”

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სსიპ "დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" გენერალური დირექტორი ამირან გამყელიძეს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს. 

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წინასწარი მოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული სერიის წარმოების შეჩერების შესახებ.
ეს ფაქტი გახდა ერთ ერთი მოტივი აუდიტის სამსახურისთვის, იმუნიზაციის პროგრამის შესაბამისობის აუდიტი შეგვეტანა 2018 წლის აუდიტორულ გეგმაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დეტალურად შეესწავლა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა.
2018 წლის აუდიტის გეგმის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სამინისტროს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს მხრიდან წარმოადგენილი იქნა სხვადასხვა არგუმენტები და მტკიცებულებები, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხის შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, სახელწმიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში, იმუნიზაციის პროგრამაზე შესაძლოა საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა 

მოგვიანებით, აღნიშნულ ინფორმაციას სსიპ "დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყელიძე სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად