Audi-მ პირველი ელექტრო კროსოვერი E-Tron წარადგინა

ახალი მოდელი ევროპაში გაყიდვებში 2018 წლის მიწურულს ჩაეშვება. მისი ფასი კი 80 ათასი ევროდან დაიწყება. Audi E-Tron უკვე მესამე ელექტრო კროსოვერია, რომელიც 2018 წელს გამოვიდა. მარტში Jaguar-მა I-Pace წარადგინა, ხოლო აგვისტოში Mercedes-მა – EQC. ყველა ჩამოთვლილი მოდელი, მათ შორის Audi E-Tron, კონკურენციას გაუწევს Tesla Model X-ს, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებული იყიდება.

ახალი მოდელის სიგრძე 4 901 მილიმეტრია, სიგანე – 1 935 მმ, ხოლო საბურავის ბაზა – 2 929 მმ. ავტომობილის საბარგული 890 ლიტრიანია.

ერთი დატენვით, Audi E-Tron-ს 400 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 130 კმ/სთ-ია.

Audi E-Tron-ის დატენვა სწრაფი დატენვის გაჩერებებზეა შესაძლებელი. დატენვას კი დაახლოებით 1 საათამდე დრო სჭირდება.

ახალ მოდელს ორი მძლავრი ელექტროძრავა აქვს. ქალაქში სიარულისას, დატვირთვა მხოლოდ ერთ მათგანზე გაკეთდება, ხოლო მეორე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ამოქმედდება, მაგალითად დიდი სისწრაფის დროს.

როგორც Audi-ს სხვა მოდელებმა, ამ ავტომობილმაც საფირმო სისტემა – Drive Select მიიღო, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომია 7 რეჟიმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად