“აწარმოე საქართველოში” პროგრამის ბენეფიციარები ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამას გაივლიან

NULL

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს თანამონაწილეობით და EY Georgia (ყოფილი Ernst & Young) ბიზნეს აკადემიის ხელშეყობით, “აწარმოე საქართველოში” პროგრმის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, სააგენტო თავის ბენეფიციარებს მინი MBA პროგრამას შესთავაზებს, რომელიც მეწარმეებს ბიზნესისთვის აუცილებელ, მენეჯმენტის პოლიტიკისა და სტრატეგიის დაგეგმისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შემუშავებისა და დახვეწაში დაეხმარება.

მეწარმეებს საშულება ეძლევათ 4 მოდულის საშუალებით, შეისწავლონ თუ როგორ შეიმუშაონ კომპანიის პოლიტიკა და მართვის ძირითადი სტრატეგია, შეიმუშაონ მენეჯერული გადაწყვეტილებების ეკონომიკური ანალიზი. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა კომპანიის წამომადგენლები მონაწილებას მიიღებენ სტრატეგიულ ბიზნეს თამაშებში, გაივლიან სიმულაციურ მართვას და ბიზნესის მართვის მაგალითებს.

მინი MBA-ს პროგრამა ადაპტირებულია ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის მოთხოვნებთან, მოწვეულ ტრენერებს აქვთ 20 წლიანი ბიზნეს გამოცდილება, ყოველწლიურად150 კომპანიას ატრეინინგებენ, რაც მენეჯერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მუდმივ ძალისხმევას უზრუნველყოფს. ბენეფიციარების ბიზნესის სამყაროში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინტეგრაციისთვის გამოყენებულია დინამიური საგანმანათლებლო სისტემა, ფართოდ გამოყენებადი ქეისების მეთოდები და სიმულაციები.

პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უნარების განვითარებას, რომელიც დაფუძნებულია განახლებულ ცოდნაზე, რაც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკაში სტრატეგიულად გამოიყენონ ყველაზე ინოვაციური ტექნიკები და ინსტრუმენტები. მოდულები შედგენილია ამჟამინდელი ბიზნეს ორგანიზაციების რეალური პრობლემების ნათლად წარმოსაჩენად.

სააგენტოს მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს კერძო სექტორს სამი მიმართულებით:

1. მისაწვდომი გახადოს ცოდნა და საკონსულტაციო მომსახურება ადგილობრივი კომპანიებისთვის, რაც ხელს უწყობს წარმოების პროცესის, ოპერაციების მენეჯმენტისა და ბიზნეს ციკლის გაუმჯობესებას

2. უზრუნველყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომა დაფინანსებაზე სხვადასხვა სქემების მეშვეობით (საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, გირაოს თანადაფინანსება, გრანტები, სალიზინგო მომსახურება და ა.შ)

3. მოახდინოს ექსპორტის განვითარება და ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე: საერთაშორისო გამოფენების, შიდა და გარე სავაჭრო მისიების და ონლაინ მარკეტინგის მეშვეობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...