ათონის მთის მონაზონს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

მონაზონი ათონის მთის მონასტერში მსახურებდა, იგი ახლო წარსულში, მონასტრის დელეგაციასთან ერთად ინგლისში იმყოფებოდა.

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამავე მონასტერში მცხოვრებ სხვა მონაზვნებს იგივე სიმპტომები აღენიშნებათ და ისინი თავიანთ სენაკებში, კარანტინში არიან.

ეს ათონის მთაზე, COVID-19-ის ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა. მომხდარის გამო, ათონის მთა ვიზიტორებისთვის დაიკეტა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად