ათონის მთაზე კარანტინი გამოცხადდა – 8 ბერს კორონავირუსი დაუდგინეს

ათონის მთაზე კორონავირუსი რვა ბერს დაუდგინეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.

ათონის მთაზე, კარანტინია გამოცხადებული.

გავრცელებული ცნობით, კორონავირუსის შემთხვევები რამდენიმე მონასტერშია გამოვლენილი. ათონის მთაზე პილიგრიმების ჩასვლა შეზღუდულია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად