“ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენცია” იყიდება

ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესს საპრივატიზაციო გეგმა წარუდგინა. სავალუტო კრიზისის მოკლევადიან პერიოდში, დაძლევის მიზნით მთავრობამ ბიზნესს საპრივატიზაციო ნაგებობების ნუსხა წარუდგინა.

 

საპრივატიზაციო შენობების ნუსხაში მოხვდა ათონელის რეზიდენციაც. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია სწორედ ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში განთავსდებოდა, თუმცა მოგვიანებით არჩეულმა პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა. ათონელის რეზიდენციის რემონტისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი, თუმცა კონკრეტულად სამუშაოების დაწყების ან შენობის დანიშნულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად