ათონელი ბერის ჩვენებით, 42 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ხის ძირას, ბოტანიკურ ბაღთან ახლოს იპოვა

ბრალდებული სასულიერო პირის ჩვენებას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის საქმეზე დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე ბერის, სვიმონ (გიგა) ქავთარაძის განცხადებით, მან 2019 წლის 2 დეკემბერს ნაშუადღევს, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით არსებულ დაღმართზე სახლისკენ მიმავალმა, ხის ძირას, მოთავსებული ერთ ცალ პოლიეთილენის პარკში 42 ცალ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ იპოვა და სახლში წაიღო.

ამის შესახებ ბერი აღიარებით ჩვენებაში წერს და აღნიშნავს რომ სახლში ყოფნისას მცირე ოდენობით მიიღო.

„მეთადონი“ ერთ-ერთი შეკვრიდან(ჩემსავე ოთახში, ისე რომ ეს ფაქტი არავის არ დაუნახავს) მე მივიღე, რისი მიღებაც დამიდგინდა 2019 წლის 03 დეკემბერს ნარკოლოგიურ კაბინეტში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის შედეგად.
ნასამართლევი არ ვარ. მე ძალიან განვიდი იმ ფაქტს, რომ დაკავებულია სრულიად უდანაშაულო ადამიანი – რომან მალანია ისეთი ქმედებისათვის, რაც მას არ ჩაუდენია. იგი არის მსხვერპლი და ამიტომაც გადავწყვიტე გამოვცხადებულვიყავი პოლიციაში,”-წერს ბერი ჩვენებაში.

ცნობისთვის, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი 4 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად