A1 ბანერი

ათი ათასობით ავსტრალიელი, ეროვნული ვალუტისთვის “დოლარიდო”-ს დარქმევას ითხოვს

ათასობით ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლის მიხედვითაც, ავსტრალიურ დოლარს სახელი უნდა გადაერქვას და "დოლარიდო" (Dollarydoo) დაერქვას. აღიშნული სახელწოდება ანიმაციური სატელევიზიო შოუ "სიმპსონები"-დანაა.

"სავაჭრო ფასების გლობალური ვარდნის გამო, ავსტრალიის ეკონომიკაც ეცემა. ჩვენ გვჭირდება რაიმე, რაც ავსტრალიის მოსახლეობის სტიმულირებას მოახდენს, მაგალითად ავსტრალიური ვალუტის სახელის შეცვლა და მისთვის "დოლარიდო"-ს დარქმევა, რაც მილიონობით ადამიანს ავსტრალიური “დოლარიდო”-ს ყიდვის სურვილს გაუჩენს", – აღნიშნულია პეტიციაში.

ანიმაციურ სატელევიზიო შოუში “სიმპოსნები”, ერთ-ერთი ავსტრალიელი პერსონაჟი გაოგნებულია, როდესაც იგი 900 დოლარიდოიან სატელეფონო ქვითარს იპოვის, რაც 6 საათიანი საუბრით დაგროვდა.

მოგვიანებით, შეიქმნა პეტიცია, რომელსაც 46,700-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. განხილვისთვის კი, 50,000 ხელმოწერაა საჭირო. თუმცა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რა მოხდება, როდესაც პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობა 50,000-ს მიაღწევს.

CNNMoney.com

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...