ათენში სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

საბერძნეთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა.

Reuters-ის ცნობით, ათენში სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების სავალდებულო ვაქცინაციის გასაპროტესტებლად, მიმდინარე თვეში უკვე მესამედ შეიკრიბნენ.

პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, რის გამოც პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ცნობისთვის, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საბერძნეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები
იტვირთება...