ათენში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტის ეროვნული ობსერვატორიის მონაცემებით, დედაქალაქ ათენის მახლობლად, დღეს, ადგილობრივი დროით 14:13 საათზე მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით, 23 კილომეტრში იყო.

სააგენტო Associated Press-ის ცნობით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც პანიკა გამოიწვია და ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ჯერჯერობით, მსხვერპლთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...