აჭარულ ღვინის სახლში აჭარის მუზეუმის ექპონატების გამოფენა გაიმართება, რომელსაც მოწვეული სტუმრები დაესწრენენ

აჭარული ღვინის სახლი აერთიანებს შატოს ტიპის რესტორანს, ენოთეკას, ღვინის საწარმოს და საგამოფენო სივრცეს. ის აჭარაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დესტინაციაა ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის, ყოველწლიურად მას 300 000-მდე სტუმარი ჰყავს, მათ შორის მსოფლიო ვარსკვლავები და პოლიტიკოსები.

შესაბამისად აჭარის ეთნოგრაფიული არტეფაქტების ღვინის სახლში გამოფენა ხელს შეუწყობს აჭარის კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ სწორედ აჭარული ღვინის სახლში მჭიდროდ თანამშრომლობს მუზეუმების გაერთიანებასთან და გასულ წელს საგამოფენო სივრცეში მეოცე საუკუნის ღვინის ეტიკეტების ასლების გამოფენა მოეწყო, რაც კარგი პრეცედენტია კერძო სექტორის და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლობის.

მოეწყო აჭარულ ღვინის სახლში ნაწარმოები ღვინის დეგუსტაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...