აჭარისწყლის ხიდსა და “მეტეოს” უცნობ სასაფლაოებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ორი ობიექტისთვის სტატუსის მინიჭების ინიციატივით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აჭარაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების შესახებ აჭარისწყლის ხიდი; გოდერძის უღელტეხილის „მეტეოს“ უცნობი სასაფლაოები.

სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 5 ნოემბრის №02/86 ბრძანებით აღნიშნულ ობიექტებს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი”, – აცხადებენ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად