აჭარის ზამთრის საკურორტო სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარაში ზამთრის საკურორტო სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურულ მზაობაზე, არსებულ გამოწვევებზე და კოვიდუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

აჭარა აქტიურად ემზადება ზამთრის სეზონისთვის. სეზონის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით განხორციელდება კოვიდ-რეგულაციების დაცვის კონტროლი.

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის უკვე შემუშავდა რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მოხდება საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესში.

კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონის გახსა დეკემბრის მეორე ნახევარში იგეგმება.

შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ტურიზმის და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები
იტვირთება...