აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვით ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის რეპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა.

საბიუჯეტო მუხლების შესრულების მაჩვენებლებისა და საგანგებო მდგომარეობისას ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორცილებული საშეღავათო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო.

დადგენილების პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. კომიტეტმა შემდგომი პროცედურების გაგრძელებისათვის საკითხის ბიუროზე წარდგენას მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად