აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები საქართველოს პარლემნტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ – დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით წარადგინა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები.

საკანონმდებლო პაკეტი – ,,სახელმწიფო ბაჟის”, ,,სახელმწიფო ქონების” და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ”კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს და მისი მიზანი აჭარის კონსტიტუციისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციაა.
საკომიტეტო განხილვის შემდგომ, საკანონმდებლო ინიციატივებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით ეყრება კენჭი.

კომენტარები
იტვირთება...