აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია: ხალხი არის “გადაგდებული”

ოპოზიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში შიშობს, რომ პარლამენტის შემდეგ, აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებებიც ჩავარდება. მათი განცხადებით, ამის ყველა წინაპირობა არსებობს, დღევანდელი გამოცდილების გათვალისწინებით.

„რა თქმა უნდა ეს რისკები არსებობდა. გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დადგა სპექტაკლი და კიდევ ერთხელ მოატყუა ქართული საზოგადოება. ამით დაუპირისპირდა ქართველ ხალხს და ამის გამო ის მიიღებს პასუხს. რა თქმა უნდა, არსებობს რისკები, რომ კანონპროეტი აქაც ჩააგდონ“,-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი გია აბულაძე.

მის პოზიციას იზიარებს, „ევროპული საქართველოს წევრი“ პეტრე ზამბახიძეც. მისი თქმით, ამით „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება სურს.

„ხალხმა, ძალიან კარგად იცის, რომ მომავალში აღარ აირჩევს „ქართულ ოცნებას“ და ეს ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ. სწორედ ამიტომ, ისინი წავიდნენ ამ ყველაზე მძიმე მოქმედებაზე. საბოლოოდ, ყველამ დაინახა, რომ ხალხი მოატყუეს უკვე მერამდენე ჯერზე. ხალხი არის „გადაგდებული“ და ახლა, სწორედ ხალხი იზრუნებს იმაზე, რომ ასეთი ხელისუფლება აღარ იყოს სათავეში“,-აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად