აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა ნაგავი დააყარეს (ვიდეო)

ბულვარში “ამბასადორი ბათუმის” მშენებლობის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეებმა მას ნაგავი დააყარეს.
მას მოქალაქეების ნაწილმა უთხრა, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლის გამო აქციაზე დგომის უფლება არ ჰქონდა. იგივე შინაარსის მოწოდება გააკეთა ჩავლეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისამართით. საკუთარ პოზიციას დეპუტატი, წინა ხელისუფლების მიერ ბულვარში კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობებით ამტკიცებს.

დეპუტატი, მის მიმართ აგრესიულად განწყობილ აქციიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი, ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა.
ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც არჩევნებში ერთიანი ოპოზიციის სიით მონაწილეობდა, საკუთარ სადეპუტატო მანდატზე უარი არ თქვა და უფლებამოსილებას, ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოში აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად