A1 ბანერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პირდაპირ ეთერში ქიმიური ნივთიერება “კარბამიდი” შეჭამა (ვიდეო)

დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა იმის დასამტკიცებლად, რომ ქიმიური ნივთიერება “კარაბამიდი” მომწამლვლელი ნივთერება არაა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შეჭამა

: ,,მე სასუქი ახლა მაქვს თან წამოღებული, რასაც უწოდებენ მკვლელს. ეს შეუძლია სტუმარმა [ალექსანდრე თევზაძემ] წაიღოს და არის თუ არა ეგრეთ წოდებული კარბამიდი შეამოწმოს ლაბორატორიაში. ვითომ აი ეს სასუქი ხალხს კლავს, ამის გადაზიდვა ხალხს კლავს. აი, თქვენს თვალწინ, არის თუ არა ეგრეთ წოდებული კარბამიდი, აი ახლა ვიღებ და გადავყლაპე“ განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა პირდაპირ ეთერში. “კარაბამიდის” გადატანა ბათუმის პორტიდან მომავალ წელს აშენებული ტერმინალის მეშვეობით ექსპორტზე გავა. ტერმინალის მშენებლობის პროექტს ხელი აჭარის მთავრობასა და ამერიკულ კომპანიას შორის გასულ კვირას მოეწერა. ქიმიური ნივთიერების გადამამუშავებელი ტერმინალის უსაფრთხოება საზოგადოებში კითხვის ნიშნებს იწვევს. ტერმნალის მშენებლობის გასაპროტესტებლად უკვე გაიმართა რამდენიმე აქცია, რომელსაც საზოგადოების მცირე ნაწილი ესწრებოდა. ხვალ კიდევ ერთი საპრტესტო აქციაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...