აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ყოფილ კოლეგებს მედეა ვასაძესა და მურმან დუმბაძეს სასამართლო დავა ნაწილობრივ მოუგო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს ირაკლი ჭეიშვილის სარჩელზე სამწლიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა. “ქართული ოცნების” წევრი ყოფილ კოლეგებს მედეა ვასაძესა და მურმან დუმბაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და სთხოვდა უარყოფას ფრაზების: “ჭეიშვილი დაეხმარა კ, კ -ს საზღვარზე ნარკოტიკის გადმოტანაში” და ”ნარკოტიკი საზღვარზე გადმოვიდა ჭეიშვილის ავტომანქანით”. თუმცა სასამართლომ დღეს მხოლოდ დეპუტატის პირველი ოთხოვნა დააკმაყოფილა და მედეა ვასაძეს მედიასაშვალებით აღნიშნული წინადადების უარყოფა დააკისრა.

“დღეს წერტილი დაესვა, მედეა ვასაძის ბინძურ, ცილისმწამებლურ, ტყუილებზე აგებულ სამწლიანი კამპანიას. მედეა ვასაძე სასამართლომ დაავალდებულა ჩემს წინააღმდეგ რუსთავი 2 ში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის ამავე ტელევიზიით ეთერშივე უარყოფა, რაც გულისხმობდა საზღვარზე ნარკოტიკების გადმოტაში ჩემს მონაწილეობას. მისი მიზანი, ყველანაირად შეეცადოს პოლიტიკური ოპონენტის ღირსების შელახვას ვერ განხორციელდა. მედეა ვასაძის და მურმან დუმბაძის ტყუილების მუდმივი ტირაჟირება და ცილისმწამებლობა დღეს უკვე დოკუმენტურად დადასტურდა სასამრთლოს მიერ.

იარაღი, რომელსაც ისინი მუდმივად იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ყოველგვარ ზნეობას მოკლებული და ამორალურია. თუმცა ჩვენ მათ არასდროს მივცემთ საშუალებას შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.” – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ყოფილი დეპუტატი გადაწყვეტილების გამოცხადების მოსასმენად დღეს სასამართლო სხდომაზე არ მისულა, თუმცა საკუთარი აზრი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დააფიქსირა. მედეა ვასაძე მაინც დარწმუნებულია, რომ ნარკოტიკული საშუალება ჭეიშვილის ავტომანქანით სარფის გავლით შემოიტანეს:

“გამოცხადდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც, ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული მოსარჩელე ჭეიშვილის მოთხოვნა, კერძოდ, დამეველა ჩემი შემდეგი განცხადების უარყოფა”ჭეიშვილი დაეხმარა კ, კ -ს საზღვარზე ნარკოტიკის გადმოტანაში” ამასთან დამეკისრა ერთი ლარის გადახდა, ხოლო არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მურმან დუმბაძის შემდეგი განცხადების უარყოფის ნაწილში” ნარკოტიკი საზღვარზე გადმოვიდა ჭეიშვილის ავტომანქანით” .მაშასადამე,უარყოფილი ვერ იქნა ჭეიშვილის ავტომანქანაში ნარკოტიკის არსებობის ფაქტი , თუმც , მოსამართლემ მიიჩნია, რომ დუმბაძის განცხადების სამიზნე იყო ავტომანქანა და არა შიგ მჯდომი ჭეიშვილი და იქვე, საზღვრის მიმდებარედ დაკავებული და მსჯავრდებული მისი მეგობარი კ.კ. .ამდროისთვის,ვაზუსტებ ჩემს ნათქვამს -ჩემის აზრით და. 99 %-იანი ალბათობით ნარკოტიკი ჭეიშვილის ავტომანქანითაა გადმოტანილი…

თუ რა შუაშია ამ ყველაფერში ჭეიშვილი-საზოგადოებამ განსაჯოს.” – წერს სოციალურ ქსელში მედეა ვასაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად