აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის ეთიკის კოდექსი ამოქმედდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, ნორმატიული აქტით განმტკიცებული ეთიკის ნორმები დაუწესე. ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დეპუტატებს ეკრძალებათ საჯაროდ დისკრიმინაციული განცხადებების გაკეთება ან სიძულვილის ენით საუბარი. ეთიკის კოდექსი ითვალისწინებს სხვა შეზღუდვებსა და სანქციებსაც.

დადგენილების პროექტი -„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ , რომელიც სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, 13 ხმით დამტკიცდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნორმა, რომლის დაცვაც მოუწევს, უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს, ვინც არის უფლებამოსილებაში. შესაბამისად, სანქციებიც იქნება გათვალისწინებული, თუმცა ეს არის მომავლის თემა, რომელსაც კონკრეტულად ეთიკის საბჭო დაადგენს. რაც ეხება კონკრეტული უმაღლესი საბჭოს წევრის ურთიერთობას მედიასთან, პრინციპში არის დაცული“,- აცხადებს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტია.

დეპუტატების ქცევას ეთიკის საბჭო გააკონტროლებს, რომელიც რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში გაზაფხულზე შეიქმნება და დეპუტატებისთვის სანქციებსაც განსაზღვრავს.

ნინო ჩხეტიას განმარტებით, დეპუტატებს ქცევის წესები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეკომენდაციით დაუწესეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად