აჭარის უმაღლესი საბჭო მოქალაქეთა პეტიციების მიღება-განხილვას იწყებს! 

  2021 წლის 1 მაისიდან, სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხების გადასაჭრელად, მოქალაქეთა არანაკლებ 200-კაციან ჯგუფს შესაძლებლობა აქვს წერილობითი პეტიციით მიმართოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს.

როგორც ცნობილია, სწორედ ამ თანამშრომლობის საფუძველზე, უმაღლეს საბჭოში ამოქმედდა ღია მმართველობის საბჭო, რომლის მიზანი, ღია მმართველობის პრინციპების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, მისი სისტემური და კოორდინირებული მუშაობაა

  პეტიციის წარდგენის წესსა და შესაბამის პროცედურებზე დეტალური ინფორმაციის გაცნობა დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე (SCA.GE) გამოქვეყნებულ რეგლამენტში, რომლის 1401 მუხლი, რომელსაც აქვე გთავაზობთ, მთლიანად აღნიშნულ საკითხებს ეთმობა

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი მუხლი 1401 

 პეტიცია 1. 

 პეტიცია არის არანაკლებ 200 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს

  1. პეტიციის განაცხადი წერილობით ან/და ელექტრონულად წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და აღირიცხება შესაბამის რეესტრში. პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად პირი ავსებს და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონული პეტიციის ფორმას
  2. პეტიციის განაცხადი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი:

 ) შეიცავს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილისკენ ან დისკრიმინაციისკენ, ან აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ან/და ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა საფრთხეს

) არ ეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს;

 ) შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა

  1. პეტიციის განაცხადის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 200 მხარდამჭერი. პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, პეტიციის განაცხადზე მისი სახელისა და გვარის მითითებით. თუ პეტიციის განაცხადი 1 თვის ვადაში ვერ მიიღებს პეტიციის წარდგენისათვის საჭირო, ამ პუნქტით დადგენილი რაოდენობის პირის მხარდაჭერას, იგი არ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება პეტიციის განაცხადის წარმდგენ პირს, ხოლო რამდენიმე პირის არსებობის შემთხვევაშიიმ პირს, რომელიც პეტიციის განაცხადის ავტორადაა მითითებული.  1 თვის ვადაში ან აღნიშნული ვადის გასვლამდე არანაკლებ 200 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის ავტორის მიმართვის საფუძველზე პეტიციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას
  2. წერილობით წარდგენილი პეტიცია, რომელიც წარდგენისას მხარდაჭერილია არანაკლებ 200 პირის მიერ, მხარდამჭერთა შეგროვების მიზნით უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გარეშე აღირიცხება შესაბამის რეესტრში. აღნიშნულ პეტიციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას
  3. უმაღლესი საბჭოს ბიურო პეტიციას შესასწავლად და განსახილველად გადასცემს შესაბამის კომიტეტს. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება შესასწავლად და განსახილველად პეტიციის დროებითი კომისიისთვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული დროებითი კომისია იქმნება და საკითხს შეისწავლის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით
  4. შესაბამისი კომიტეტი იღებს ერთერთ შემდეგ გადაწყვეტილებას

) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას

) პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის

) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას

  1. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება 2 კვირის ვადაში ეცნობება პეტიციის ავტორს და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე
  2. ამ მუხლის მე-7 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტი განიხილავს პეტიციას მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში და დასკვნას, რომელსაც თან ერთვის პეტიციის სრული ტექსტი, წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს

აღნიშნული ვადა კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაძლებელია გააგრძელოს  უმაღლესი საბჭოს ბიურომ არაუმეტეს 2 თვით.

 საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭოს ბიუროს შესაბამისი საკითხი განსახილველად შეაქვს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში

  1. სამინისტრო, სხვა უწყება 1 თვის ვადაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს და შესაბამის კომიტეტს. შესაბამისი კომიტეტის თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით

თუ სამინისტრო, სხვა უწყება დადგენილ ვადაში არ აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს, უმაღლესი საბჭო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

  1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას
  2. პეტიციის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და ეცნობება პეტიციის ავტორს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...