აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, აქციაზე, რამდენიმე პირი დააკავეს

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი, უმაღლესის საბჭოს დარბაზში მიმდინარე საკრებულოს სხდომის ჩატარებას აპროტესტებენ, რომელზეც 2017 წლის მოწვევის საკრებულომა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა დაამტკიცოს.

ოპოზიცია ამბობს, რომ „ვადაგასულმა“ საკრებულოს შემადგენლობამ მომავალი წლის ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს და ეს ახალი მოწწვევის პრეროგატივაა. ამ მიზეზით, ისინი აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

პროტესტი და დაპირისპირება გრძელდება სხდომათა დარბაზშიც.

კომენტარები
იტვირთება...