აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის იმპიჩმენტი არ შედგა

აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის იმპიჩმენტი არ შედგა, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდობლობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოუცხადა. წინააღმდეგ ხმა 8 დეპუტატმა მისცა, 4 თავი შეიკავა. 

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად არჩილ ხაბაძემ უნდა მიიღოს. იგი ხაბაძის მუშაობას დადებითად აფასებს.

„გადადგება თუ არ გადაგება არჩილ ხაბაძე, ეს არის მისი გადასაწყვეტი. მე მასთან, როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს პრეტენზია, რომ უნდა გადადგე შენ და წახვიდე, ასეთი პრეტენზია არ მაქვს. მის მუშაობას შევაფასებ დადებითად იმიტომ, რომ ეს სახეზეა. დეპუტატთა უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი მის გადადგომას“,- განუცხადა ჟურნალისტებს ბერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...