აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება

აჭარის უმაღლეს საბჭოში, მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხზე, დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. საკითხის ინიციატორი, დეპუტატი პეტრე ზამბახიძეა, რომელიც ფრაქცია – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდივანია.  იმპიჩმენტის მიზეზად, შეჩერებული ინვესტიციები და კორუფციული გარიგებები სახელდება.

„ხაბაძე კორუფციულ გარიგებებში შევიდა, მათ შორის ბევრ ინვესტორთან და ამას „ქართული ოცნების“ წევებიც ასახელებდნენ, რამდენიმე წლის წინ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი მთავრობა, რეგიონს არ უნდა ჰყავდეს. უმაღლეს საბჭოში ხმების თვლას ჯობია, მიხედონ რეგიონს და საქმეს“,-აცხადებს ზამბახიძე.

ხაბაძის მიმართ ზამბახიძის ბრალდებებს, ფრაქცია – ,,ქართული ოცნება – თავისუფლების“ თავმჯდომარე, აკაკი ძნელაძე პასუხობს.  დეპუტატის თქმით, აჭარაში, იმაზე მეტი ინვესტიცია შემოდის, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს კი, უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების მოგროვებას „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს.

„პროცესები დემოკრატიულად ვითარდება და არცერთ ინვესტორს ამაში ხელშეშლა არ აქვს მთავრობიდან,-ამბობს ძნელაძე.

უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინიციატივას  ხელი, შვიდმა დეპუტატმა მოაწერა და ავთენტურობის დასადგენად საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას გადაეგზავნა.

იმპიჩმენტის კენჭისყრაში მონაწილეობის მიიღებას, სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებიც აპირებენ, თუმცა დაუჭერენ თუ არა მხარს ხაბაძის გადაყენებას, ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად