აჭარის უმაღალესი საბჭოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

  აჭარის უმაღალესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულება განიხილეს.

საბჭოს საქმიანობის მიზანია  კომიტეტისთვის ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების განხილვა/შემუშავება და რეკომენდაციების წარდგენა   ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

 შეხვედრა დიალოგის  რეჟიმში წარიმართა.

დებულების განხილვას  აჭარის ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, სამედიცნო და საგანმანათლებლო დაწესებულებების  ხელმძღვანელი პირები და სამედიცინო სფეროს ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები არიან.

კომენტარები
იტვირთება...