აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.
ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი აქტიური გამოფენაა მსოფლიოში. მასში ასობით ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს სტენდი გამოფენაზე პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა მოინახულა.
პოლონეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს. წლის განმავლობაში დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას ვარშავის ტურისტული გამოფენის გარდა კატოვიცესა და ვროცლავის ტურისტულ გემოფენებზე უწევს. გარდა ამისა, ანხორციელებს აქტიურ ონლაინ და გარე რეკლამას პოლონეთის მსხვილ ქალაქებში, ორგანიზებას უწევს პრესს და ინფოტურებს, რის შედეგადაც აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები პოლონურ მედიაში ქვეყნდება. მათ შორის გამორჩეულია National Georgrapic Traveler- ის სტატიები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ. რეგიონის რეკლამირება პოლონეთში სამომავლოდაც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

მარტვილში, დასაფლავების დროს მესაფლავეებმა ოქროსა და ვერცლის მონეტებითა და…

მარტვილის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის გივი ელიავას ინფორმაციით, 21 ნოემბერს…

გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის…

გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში შეხვედრა…

ლომჯარია რიჟვაძე-ქიქავას განცხადებებზე: მუქარის შემცველი ან დისკრიმინაციული…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ოპონენტების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს მესამე სექტორი ძალადობის წახალისებად…

ლომჯარია რიჟვაძის განცხადებაზე: მუქარის შემცველი ან დისკრიმინაციული განცხადებები…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ოპონენტების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს მესამე სექტორი ძალადობის წახალისებად…

სოფელ აღაიანში, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეწირული გმირის სოსო ბეჟუაშვილის…

სოსო ბეჟუაშვილი, სოფელ აღაიანის მკვიდრი დღეს 31 წლის გახდებოდა, მაგრამ მან 19 წლისამ სიცოცხლე სამშობლოს ტერიტორიულ…

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ დოკუმენტური ფილმის…

„16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში, რომელიც დღეს დასრულდა, ბაღდათის…

ქუთაისში დუმბაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

ქუთაისში დუმბაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სანიაღვრე…

11 დეკემბრის 01:00 საათიდან – 12 დეკემრის 07:00 საათამდე ქუთაისის ნაწილს…

11 დეკემბრის 01:00 საათიდან – 12 დეკემრის 07:00 საათამდე, ქალაქ ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება…

ზესტაფონის მერიის წინ მოსახლეობამ, მერის გადადგომის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია…

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძს თქმით, კახა მახათაძის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის…

თელავის მერი: ქალაქი მზადყოფნაშია ინაუგურავიისათვის

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის დღისთვის აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ამის შესახებ “აიპრესს”…
კომენტარები
იტვირთება...