აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს 2018-2025 წლების სტრატეგია ექნება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის 2018-2025 წლების სტრატეგიის მიხედვით ამ ეტაპზე არსებული კვლევები.

სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს ისეთ თემატურ კონცეფციებს, როგორებიცაა სერვისის განვითარება, ტურისტული პროდუქტების განვითარება (მუნიციპალიტეტების მიხედვით) და ბათუმის ისტორიული უბნის (ძველი ბათუმი), როგორც ტურისტული პროდუქტის, განვითარების მიმართულებებს.

როგორც თორნიიკე რიჟვაძემ განაცხადა, ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში, მსგავსი თემატური კვლევები უმნიშვნელოვანესია.

აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება ხდება ერთ-ერთი ტურისტულად წარმატებული ევროპული ქვეყნის (ხორვატია) მაგალითის გაზიარების მიხედვით.

რეგიონში ტურიზმის განვითარების გრძელვადიან მთავარ დოკუმენტზე მუშაობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გაზაფხულზე დაიწყო და იგი საბოლოო სახეს დეკემბრის ბოლომდე მიიღებს. დოკუმენტის გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაში აჭარის ტურიზმის 2025 წელს მისაღწევი მიზნები და შესასრულებელი სამუშაოები განისაზღვრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად