აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობა აღდგა

ორ დღიანი გათიშვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ მაუწყებლობა აღადგინა. გადაწყვეტილება, მაუწყებლის თანამშრომლების შენობებში დაბრუნების შესახებ ადმინისტრაციამ, მას შემდეგ მიიღო, რაც მათი ტესტების პასუხები 6 სექტემბერს გახდა ცნობილი. არც ერთ მათგანს პირველადი ტესტირებით ვირუსი არ დაუდასტურდა. თანამშრომლების ერთი ნაწილი ამ დრომდე საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში რჩება.

„თანამშრომლები დაემორჩილებიან იმ ინსტრუქტაჟს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა. თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი თანამშრომლები 12 დღის შემდეგ ხელახლა გაიტესტებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს”, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.
ტელევიზიამ მაუწყებლობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება ხდებოდა. ტელევიზიისა და რადიოს შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად