აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის დირექტორობის 9 კანდიდატიდან 8 დაამტკიცა

გიორგი კოხრეიძე; ირმა ზოიძე;შოთა გურაბანიძე;მერაბ წულუკიძე;ნათია ზოიძე;დავით ჩხარტიშვილი; ბაჩუკი ჩხეიძე; თორნიკე მჟავანაძე – რვავე მათგანის მიერ წარმოდგენილმა დოკუმენტაციამ სრულად დააკმაყოფილა მაუწყებლის მერ გამოცხადებული ღია კონკურსის მოთხოვნები.

რაც შეეხება მეცხრე კანდიდატის გიორგი წულაიას მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ვერ დააკმაყოფილა მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები დარეგისტრირებულიყო მაუწყებლის დირეტორობის კანდიდატად. ბორდის წევრების განმარტენით მის მიერ წრმოდგენილი დოკუმენტების თანახმად ვერ დადასტურდა რომ მას აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

30-31 მაისს 19:00 საათზე ჩაინიშნა კანდიდატებთან გასაუბრების დღე.
აღნიშნულ 8 კანდიდატს შორის დირექტორი მაუწყებლის 5 კაციანმა მრჩეველთა საბჭომ კანონის შესაბამისად 4 ივნისამდე უნდა აირჩიოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...