აჭარის ტელევიზიის დირექტორობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის

 საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოსტზე გამოცხადებულ ღია კონკურსში 9 კანდიდატი მონაწილეობს. განცხადებების მიღება დღეს 18:00 საათზე დასრულდა.

დირექტორობის მსურველი კანდიდატების სია ასეთია: გიორგი კოხრეიძე, გიორგი წულაია, ირმა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, მერაბ წულუკიძე, ნათია ზოიძე, დავით ჩხარტიშვილი, ბაჩუკი ჩხეიძე, თორნიკე მჟავანაძე. ამ ცხრა კანდიდატს შორის დირექტორი მაუწყებლის 5 კაციანმა მრჩეველთა საბჭომ 10 დღის განმავლობაში უნდა აირჩიოს.

ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორშაბათს მრჩეველთა საბჭო სხდომას გამართავს, სადაც კანდიდატების მიერ შეტანილ დოკუმენტებს გადაარჩევენ და კენჭს უყრიან. ამის შემდეგ კი გამოქვეყნდება სია და დარჩენილ კანდიდატებთან გასაუბრება ჩაინიშნება. დირექტორს მრჩეველთა საბჭო 3 წლის ვადით ხმათა უმრავლესობით ირჩევს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტი ვაკანტური 19 აპრილს ბორდის მიერ ნათია კაპანაძის გახდაყენების შემდეგ გახდა. იმპიჩმენტისა და კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილებას ყოფილი დირექტორი არაკანონიერად მიიჩნევს, რის გამოც სასამართლოს უკვე მიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...