აჭარის ტელევიზიის დირექტორის ვაკანსიაზე 12 კანდიდატი დარეგისტრირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღება 18:00 სათზე დასრულდა.

მაუწყებლის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით დირექტორის პოსტიტისთვის შემდეგი კანდიდატები იბრზოლებენ: 1. ირმა ზოიძე 2. ფირუზ ბოლქვაძე 3. შოთა გურაბანიძე 4. თინა ცისკარაძე 5. დავით ჩხარტიშვილი 6. დავით დიასამიძე 7. გიორგი კოხრეიძე 8. შოთა ზოიძე 9. ბაჩუკი ჩხეიძე 10. მერაბ წულუკიძე 11. გიორგი წულაია 12. ციალა ქათამიძე

შვიდი მათგანი წინა კონკურსშიც მონაწილეობდა. დირექტორობისთვის ამჯერად აღარ იბრძოლებს მაუწყებლის დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძე.

პარასკევამდე საბჭოს წევრები კონკურსანტების დოკუმენტაციას გადაარჩევენ, მომავალი კვირიდან კი კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყება. მაუწყებელს ახალი დირექტორი, სავარაუდოდ, 15 ივლისისთვის ეყოლება. ინფორმაციისთვის 31 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი ჩავარდა. 8 კანდიდატიდან საკმარისი 3 ხმა ვერცერთმა აპლიკანტმა ვერ დააგროვა. ფარული კენჭისყრა ორჯერ გაიმართა, თუმცა 5 წევრიანი ბორდის საჭირო 3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად ახალი კონკურსი 3 ივნისს გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად