აჭარის ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად მე-3 კონკურსი გამოცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მეორე კონკურსი კვლავ ჩავარდა. 2 ფარული კენჭისყრის მიუხედავად ბორდის 5-მა წევრმა მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩია. მეორე კენჭისყრაში 12 კანდიდატიდან მხოლოდ ორი, მერაბ წულუკიძე და თინათინ ცისკარაძე მონაწილეოდბდნენ. კანონმდებლობით საჭირო 3 ხმა ვერცერთმა მათგანმა ვერ მიიღო, რადგან ბორდის მე-5 წევრმა ორივე კანდიდატი გადახაზა და საარჩევნო ბიულეტენს ნათია კაპანაძე მიაწერა.

“როგორც ჩანას ამჯერადაც კონსესუსი ვერ შედგა. ორ-ორი ხმა ჰქონდა ორ კანდიდატს და შეიძლებოდა დარჩენილი ერთი წევრის ხმა რომელიმეზე გადანაწილებულიყო განმეორებით კენჭისყრაზე, თუმცა ასე არ მოხდა. ჩვენ პარასკევს, 12 ივლისს დვნიშნეთ სხდომის დღე და ამ დღეს გამოვაცხადებთ განმეორებით კონკურსს. ჩვენი ბორდი შემდგარია სხვადასხვა გემოვნებების, პოლიტიკური მრწამსის ადამიანებისგან, შესაბამისად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული. მეგონია რომ ორი ღირსეული კანდიდატი დარჩა საბოლოოდ, ორივე მათგანი შესანიშნავად მომართავდა ტელევიზიას. მომავალ ჯერზე შეთანხმება უნდა შედგეს აუცილებლად, უკვე გამოკვეთილია კანდიდატები და უფრო ნათელია გადაწყვეტილება” – აცხადებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი.

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ერთი თვის წინ 5 წევრიანმა მრჩეველთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით 8 კანდიდატს შორის ვერ აირჩია. მაშინ ხმები 4 კანდიდატს შორის გადანაწილდა. ბორდის 2 ხმა მერაბ წულოკიძემ მიიღო, თითო ხმა კი ნათია ზოიძეს, ბაჩო გურაბანიძესა და ირმა ზოიძეს შორის გადანაწილდა. განმეორებით კონკურსში ნათია ზოიძემ, რომელიც პარალელურად აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, კანდიდატურა მოხსნა.

დირექტორის პოსტი ვაკანტური აპრილში მას შემდეგ გახდა, რაც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ყოფილ დირექტორს ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოიცხადა. იგი გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და სასამართლოში გაასაჩივრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად