აჭარის ტელევიზიის დირექტორი ჟურნალისტს: შენთან სტუმარი რომ არ მოდის სახლში, ვისი ბრალია?! (ვიდეო)

შენთან სახლში სტუმარი რომ არ მოდის, ვისი ბრალია?!,-ასე მიმართა აჭარის ტელევიზიის ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ტელეკომპანიის ეთერში ჟურნალისტს. მისი თქმით, ჟურნალისტებმა უნდა შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ რესპონდენტებს გადაცემაში სტუმრობის სურვილი გაუჩნდეთ.

გიორგი კოხრეიძე– შენთან სახლში სტუმარი რომ არ მოდის, ვისი ბრალია?! სტუმრის თუ შენი?

ჟურნალისტი – რატომ ფიქრობთ?

გიორგი კოხრეიძე:– ერთი წამი! რატომ ფიქრობ კიარა, გამეცი პასუხი!

ჟურნალისტი -ტრიბუნას როცა უთმობ…

ჟურნალისტი -ნუ მიყვირიხართ, ბატონო გიორგი

გიორგი კოხრეიძე-თეონა, გამეცი პასუხი!

ჟურნალისტი-არა, ერთი წუთით…ნუ მიყვირიხართ, პირველ რიგში. მეორე, როდესაც რესპონდენტი არ მოდის გადაცემაში სტუმრად, საჯარო მოხელე, როდესაც უთმობ საჯარო მოხელეს ტრიბუნას და იგი არ მოდის პირდაპირ ეთერში სასაუბროდ, ეს ჟურნალისტის ბრალია? თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ არის ტელევიზიის ბრალი?

გიორგი კოხრეიძე -ეს მაუწყებლის ბრალი არაა…

ჟურნალისტი– რატომ? იმიტომ, რომ კრიტიკულ კითხვებს ვუსვამ და არაგამაღიზიანებელი კითხვები უნდა დავუსვა?

გიორგი კოხრეიძე -უკაცრავად, რა მაინტერესებს: იმ მხარეს, ეზღუდება თუ არა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება? იმ მხარეს, რომელიც არ მოდის… ართმე თუ არა იმ მხარეს   აზრის გამოთქმის საშუალებას?! გეკითხები!

ჟურნალისტი -როგორ უნდა წავართვა აზრის გამოთქმის საშუალება?

გიორგი კოხრეიძე: –იმიტომ, რომ შენ უქმნი ისეთ პირობას, რომ ის არ მოდის გადაცემაში, გიცხადებს ბოიკოტს!

ჟურნალისტი – ანუ კომფორტი უნდა შევუქმნა?

გიორგი კოხრეიძე-ეს არის მეთოდი და ტექნოლოგია! ტექნოლოგიებია, ზუსტად მაგაშია, რომ ეს …

ჟურნალისტი-რა ტექნოლოგიაა ბატონო გიორგი

გიორგი კოხრეიძე- ის, რომ ადამიანს ისეთ სიტუაციას შეუქმნი, რომ მას გადაცემაში სტუმრობის სურვილი აღარ გაუჩნდება. მისი ხმა საერთოდ იკარგება.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა აჭარის ტელევიზიის დირექტორობაზე კენჭს იყრიდა, თუმცა 9 კანდიდატს შორის, მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიის დირექტორად, 3 წლის ვადით, გიორგი კოხრეიძე აირჩია. თუმცა, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები კოხრეიძის შეხედულებას კატეგორიულად ემიჯნებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად