აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურს განაცხადი სულ 9 აპლიკანტმა გააკეთა. განაცხადების მიღება 20 ნოემბერს 18:00 საათზე დასრულდა. დღეს კენჭისყრა ორჯერ გაიმართა, რადგან პირველ ტურში ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, ხოლო მეორე ტურში გიორგი კოხრეიძემ 3 ხმა დააგროვა, ხოლო მრჩეველთა საბჭოს ერთმა წევრმა თავი შეიკავა არჩევანის გაკეთებაზე.

მსურველებიდან წინა კონკურსებში ექვსი კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას.

კანდიდატთა შორის, 6 აჭარის საზოგადოებრივი მაუწყბელის თანამშრომელია.
1.ნათია ზოიძე
2.დავით ჩხარტიშვილი
3.შოთა გუჯაბიძე
4.შოთა გურაბანიძე
5.ფირუზ ბოლქვაძე
6.ლაშა ზარგინავა
7. მაია მერკვილაძე
8.შოთა ზოიძე
9.გიორგი კოხრეიძე

2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, რაც ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩიეს, მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად