აჭარის ტელევიზიასთან დირექტორის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

აჭარის ტელევიზიასთან, რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებენ დირექტორის იმპიჩმენტით მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას და მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებმაც ახალი მენეჯმენტის პირობებში სამსახური დაკარგეს, ან თანამდებობრივი პოზიცია შეეცვალათ.

აქციის მონაწილეები, მაუწყებლის დირექტორის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თავისუფალი სივრცე, რომლის დახურვით, ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. აქციის მონაწილეების თქმით, კოხრეიძეს, იმ ფონზე, როცა თავისუფალი ჟურნალისტები იდევნებიან, არ აქვს მორალური უფლება, მაუწყებელს ხელმძღვანელობდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად