აჭარის ტელევიზია ლევან გოგიჩაიშვილს პასუხობს: თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტები არის სიცრუე

პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კადრების განყოფილების ხელმძღვანელი, ემზარ პაქსაძე გამოეხმაურა.

ემზარ პაქსაძე აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. მისი თქმით, მაუწყებელი ისევ პოლიტიკური ზეწოლისა და მანიპულაციის საგანია.

“პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები შეიცავს ფაქტობრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს. ლევან გოგიჩაიშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არის სიცრუე. უხეში დისციპლინარული გადაცდომის გამო 360 თანამშრომლიდან გათავისუფლებულია სამი თანამშრომელი. ეს ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მასობრივი გათავისუფლება. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, შეწყვიტონ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რადგან მუდმივი ზეწოლა გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობაზე”, – განაცხადა ემზარ პაქსაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად