აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილი ადასტურებს. მისივე განცხადებით, ტელევიზია არ წყვეტს მაუწყებლობას, ის პირები რომლებთაც ახლო კონტაქტი ქონდათ ინფიცირებულთან გადავლენ თვითიზოლაციაში, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს პისიარ ტესტირება ჩაუტარდებათ

“აიპრესის” ინფორმაციით, ინფიცირებული ოპერატორი შვებულებაში იმყოფება და ის ბოლო დღეების განმავლობაში, ტელევიზიის სამუშაო პროცესში ჩართული არ იყო.

ინფიცირებული ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რაიმე გვერდითი გართულებები არ აღენიშნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად