აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩევლებმა საშტატო ერთეულების შემცირებას მხარი დაუჭირეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა, მაუწყებლის საშტატო ერთეულების შემცირების საკითხს მხარი დაუჭირა.

სწორედ ამდენი ხმა სჭირდებოდა ცვლილებვას, რომელიც არხის ჟურნალისტებოის ერთი ნაწილის თქმით, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ემსახურება.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს, მრჩეველთა საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა წევრებმა სოსო სტურუამ, გიგა ჩხარტიშვილმა და თამილა დოლიძემ. ცვლილების წინაღმდეგ წავიდნენ გია ქარცივაძე და თამარ წილოსანი.
ცვლილებების პროექტი მრცევლებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიისა და რადიოს დირექტორმა წარუდგინა, თუმცა თავად გიორგი კოხრეიძე კენჭისყრას არ დასწრებია. გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვლიდან შევა.

ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძესა და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს.

ცვლილებას სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსზე პასუხისმგებელი პირები, ალტერნატიულ პროფკავშირებთან ერთად საფრთხედ აფასებენ. კენჭისყრამდე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა მრჩეველთა საბჭოს წევრმა გია ქარცივაძემ. ქარცივაძის თქმით, გადაწყვეტილება განხილულ უნდა იქნას, როგორც მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის დანგრევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შიშები და საფრთხეები არარეალურია. დირექტორმა მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განვითარებულ პროცესებს ძალადობად შეაფასა. გიორგი კოხრეიძის თქმით, პროცესები ძალადობისა და ობსტრუქციის ფონზე წარიმართა.
ხმაურისა და დაპირისპირების გამო სხდომა, დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა და მხოლოდ შესვენების შემდეგ გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად