აჭარის სანაპირო ზოლზე წყალზე მაშველთა რაოდენობა 160-და 250-მდე გაიზრდება

მიმდინარე სეზონზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე 250 მაშველს შორის 20 გოგონაც იზრუნებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის – წყალზე სამაშველო ბაზასთან მაშველ გოგონებს ინსტრუქტორმა წვრთვნები უკვე ჩაუტარა. ისინი საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადება აკადემიის ბაზაზე გაიარეს.

“საზღვაო აკადემიაში ვსწავლობ. ვაკანსია რომ გამოცხადდა მივიღე მონაწილეობა. ესა ჩემთვის გამოწვევა. სურვილი მაქვს გავაკეთ ის სამაშველო საქმე, რასაც ბიჭები აკეთებენ და დავიცვა ზღვაში მყოფი მოქალაქეთა უსაფრთხოება”, – აცხადებს ქრისტინე დიდმანიძე.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წყალზე მაშველთა რაოდენობა 160-და 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია ვიდრე გასულ წელს. 15 ივნისს აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება და სწორედ ამ დღეს წყალზე მაშველები ოფიციალურად შეუდგებიან საქმიანობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...