აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ქედის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესის ზიანის ლიკვიდაციას, სამი დღე დასჭირდება

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში, მერისი-გუნდაური-ჭალათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული პროცესებისგან მიყენებული ზიანის ლიკვიდაციას, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, სამი დღე დასჭირდება.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები, გეოლოგების დასკვნის შემდეგ დაიწყება. უწყების ინფორმაციით, გეოლოგიურმა სამსახურმა სტიქიის ტერიტორია უკვე შეისწავლა.
„გეოლოგიური სამსახურის მიერ განხორციელდა ადგილმდებარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის შემდეგ დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მეწყრული პროცესის მასშტაბიდან გამომდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაახლოებით სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოების დასრულებამდე ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ შემოვლითი გუნდაური-სიხალიძეების საავტომობილო გზით“,-აცხადებენ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...