აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი პროექტების განხორციელებას შეუფერხებლად აგრძელებს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეუფერხებლად აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქობულეთსა და ხელვაჩაურის პუნიციპალიტეტებში თორმეტ ობიექტზე სხვადასხვა ტიპის სამუშაო მიმდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფერია-სათნოების სახლის საავტომობილო გზის 1230 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობა. პროექტის განხორციელებისთვის 236 ათას 106 ლარი დაიხარჯა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბუკნარი-საჩინო, ბუკნარი-გოხიძეები საავტომობილო გზის 1,1 კმ მონაკვეთზე კი, ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობა. აღნიშნული სამუშაოებისათვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 478 ათას 816 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია კაპანდიბი-ახალსოფლის გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მახოს ხიდიდან თხილნარის ცენტრამდე არსებულ გზის მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1 მილიონ 135 ათასი 800 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად