აჭარის რეგიონში 8 სკოლის და 2 სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

დასრულდა დაბა ქედის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები. ამასთან დაიწყო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელშიც მოეწყობა კალათბურთის მოედანი პროფესიონალური, სტანდარტული ზომებით, გასახდელებით და ტრიბუნით მაყურებელთათვის.

ასევე, მიმდინარეობს დაბა შუახევის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა. ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია და დაიწყო საძირკვლის მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს სამ სართულიანი შენობა, 240 მოსწავლეზე. შენობაში განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებასა და ბეღლეთში აშენდება სამ სართულიანი თანამედროვე შენობები, სპორტული და სააქტო დარბაზებით. განახლების სკოლის შენობის ერთი სართული უკვე აშენებულია, ხოლო ბეღლეთში საძირკვლის სამუშაოები მიმდინარეობს.

აჭარის რეგიონში, ჯამში 8 ახალი სკოლის და 2 ცალკე მდგომი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად