აჭარის რეგიონში 2025 პირი გამოიკვლიეს, მათგან კორონავირუსი 88-ს დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში 2025 პირი გამოიკვლიეს, მათგან კორონავირუსი 88-ს დაუდასტურდა.

ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, შემთხვევები შიდაგავრცელებას უკავშირდება. მისივე თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„მონაცემების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს. გარე ლოკაციებზე აღებულია 2389 ტესტი, მხედველობაში მაქვს კარვები და პოლიკლინიკები. ჰოსპიტალურ ქსელში, ამჟამად იმყოფება 277 პირი, მათ შორის 78 განტავსებულია ე.წ. კოვიდ-კარანტინში, ისინი გახლავთ ასიმპტომური, მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტები. სამ კლინიკაში ხდება ინფიცირებული პაციერნტების მკურნალობა ამ დროისთვის, ეს არის რესპუბლიკური საავადმყოფო, ინფექციური კლინიკა და მედალფა. კარანტინში, გუშინდელი მდგომარეობით განთავსებულია 2932 პირი“,-განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გამოვლენილი შემთხვევების წყაროების დიდი ნაწილი დადგენილია, ამჟამად კი მათ კონტაქტების მოძიებაზე მიდის მუშაობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად