აჭარის პოპულარიზაცია 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

ამ წუთებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ბარსელონას საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევენ პოპულარიზაციას.

“BTM World” საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც წელს ტურიზმის ბიზნესიდან 141 ქვეყნის 15,000 ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს.
გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვედრებსა და პრეზენტაციებს მართავენ აჭარის ტურისტული პოტენციალისა და საქმიანი ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ, მათ შორის მიუნხენის, ვარშავის, ტალინისა და დუბაის საკონვენეციო ბიუროების წარმომადგენლებთან, ასევე ტურისტულ კომპანიებთან და ასოციაციებთან. ბარსელონას საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 19 ნოემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.
წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად