აჭარის პოლიციის უფროსი ქობულეთში მძარცველის მიერ სავარაუდოდ 75 ათასის გატაცებაზე: ფაქტი „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა

ქობულეთში მომხდარი ყაჩაღობა, რა დროსაც მძარცველმა, სავარაუდოდ ინკანსატორს 75 ათასი ლარი გასტაცა, საქართველოს ბანკის შენობის შიდა სივრცეში არ მომხდარა.

ამის შესახებ, შემთხვევის ადგილზე მისულმა აჭარის პოლიციის უფროსმა განაცხადა. კონსტანტინე ანიანიაშვილის თქმით, ყაჩაღობის ფაქტი, ბანკის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საქმის სხვა დეტალებზე, ანანიაშვილი კომენტარს არ აკეთებს, მათ შორის, რა ვითარებაში მოხდა ყაჩაღობა და არიან თუ არა დაზარალებულები.

„ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ფაქტი, ახლა მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კონსტანტინე ანანიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად